საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური
ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუის ალბერტო კასტილიონთან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა კოლეგას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.
შეხვედრაზე უაღრესად დადებითი შეფასება მიეცა პარგვაის პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაზე საქართველოს დელეგაციის დასწრებას. აღინიშნა, რომ მოქმდი პრეზიდენტი პარაგვაის რესპუბლიკის სენატში სწორედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვამელობდა (2015-2016).
შეხვედრაზე დადებითად შეფასადა ქვეყნებს შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობა.
მინისტრებმა მომიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის საინტერესო მიმართულებებად დასახელდა ვაჭრობა და ეკონომიკა, სოფლის მეურნების სფერო და ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმები. თბილისმა გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგ რაუნდს.
ორმხრივი ურთიერთობების განვითერაბაში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა პარაგვაის გადაწყვეტილება გააუქმოს სავიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალეებისათვის და გამოითქვა იმედი, რომ გადაწყვეტილება დააჩქარებს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარაგვაელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და კონფლიქტის დარეგულირების სამთავრობო ხედვაზე, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას ემყარება.

















