logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ​ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა
დავით ზალკალიანი ​ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა
09:00 28.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა დავით ზალკაიანმა, ქ.ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრა ტრადიციულ ფორმატს ატარებს და უკვე რამდენიმე წელია გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიების ფარგლებში ტარდება.


შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის და ისაუბრა საქართველოს, როგორც საგარო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ისე ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია პრემიერ-მინისტრისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ხუთ უმთავრესი პრიორიტეტშია აღნიშნული და ითვალისწინებს მთავრობის აქტიურ ქმედებებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისთვის. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ქვეყნის ევროპული კურსი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შესახებ და აღნიშნა, რომ კომპლექსური გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს მეტ დაახლოებას ევროკავშირთან, როგორც სტრუქტურულ, ისე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე.


დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა ევროკავშირს შორის დიალოგის ახალ უმაღლესი დონის ფორმატზე, რომელიც უპრეცედენტოა და რომლის პირველი შეხვედრაც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და ევროკომისიის რეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით გაიმართება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ფორმატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს ზედამხედველობას ამ პროცესს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებს.


შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ორმხრივი დიალოგში. მან განსკუთრებით გაუსვა ხაზი ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ადგილზე ვითარების მონიტორინგსა და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების პროცესში.
ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის კონკრეტულ ფაქტებზე. დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის და ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიის შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ლიეტუვას აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირების მიმართ დაწესებული სანქციებისათვის. მინისტრმა საქართველოს მიმართ გამოხატულ მნიშვნელოვან მხარდაჭერად შეაფასა ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს სათანადო რეაგირება მოახდინონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. მინისტრმა ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებს გააცნო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისგან და აღნიშნა რომ იგი მიზნად ისახავს კონფლიქტით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას . საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობას.


ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ქვეყნის ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო ენერგეტიკულ პროექტებში.


ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა