logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“
ირაკლი კობახიძე: მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“
14:05 27.09.2018
“ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ, თუ საჭიროა და გავცემთ ყველაფერს პასუხს”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ადამიანებს, რომელთა ჩანაწერებიც გავრცელდა.



„ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობს ვიღაცა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. მასე შეგვიძლია ჩვენ ყველამ ერთად ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის მარტივი რაღაც. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები, რომელთაგან არცერთს არ აქვს კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ასეთი ჩანაწერის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. აქ არაფერი აჟიოტაჟის ასატეხი არ არის, გასაგებია, რომ არის საარჩევნო სიტუაცია. ამ არჩევნების დროს სურთ ჩვენს ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ, ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი ვრცელდება მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, პარტიაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ეს, ბუნებრივია, ვერ გახდება ვერანაირად აჟიოტაჟის საფუძველი. რა თქმა უნდა, ხელოვნური მცდელობები იქნება ამ არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი გაუგებარი ადამიანი საუბრობს რაღაც გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება, ჩვენთვის, ბუნებრივია, აჟიოტაჟის საფუძველი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, მმართველი გუნდი ითხოვს, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მაგალითად, ქრთამი გადაიხადა, შესაბამისი სანქცია შეეფარდოს.

„ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ თუ ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი ერთად საუბრობენ დანაშაულზე, მათ შორის, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი სანქცია. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ ჩანაწერებით ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

თუ მათ ჩაიდინეს დანაშაული, მაგალითად, ქრთამს იხდიდნენ, ქრთამს იღებდნენ, ამ შემთხვევაში ეს არის დანაშაული და საჭიროა შესაბამისი სანქციის შეფარდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებასაც.



„დიახ, ეს არის პროკურატურისთვის გზავნილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თუ არის დანაშაული ჩადენილი, პროკურატურამ ეს დანაშაული უნდა გამოიძიოს და შეუფარდოს სანქცია. ეს არის გზავნილი პროკურატურისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა