logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: დავნერგეთ სისტემა, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კომიტეტს მომართავენ, დახმარებას მაქსიმალურად სწრაფად მიიღებენ
სოფო კილაძე: დავნერგეთ სისტემა, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კომიტეტს მომართავენ, დახმარებას მაქსიმალურად სწრაფად მიიღებენ
13:52 27.09.2018
მოქალაქეთათვის სწრაფი და ეფექტიანი იურიდიული დახმარების მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადდა თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ვალდებულება აიღო, კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, მოქალაქეს, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე გაუწიოს იურიდიული დახმარება/კონსულტაცია, შეუდგინოს სამართლებრივი დოკუმენტი, ან გამოიყენოს იურიდიული დახმარების სხვა ფორმა. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეს კვალიფიციური მომსახურებით უმოკლეს ვადაში, ან გადაამისამართებს სხვა, შესაბამისი სერვისის მქონე ორგანიზაციაში.

თანამშრომლობის დოკუმენტით, ასევე, რეგულირდება კომიტეტის ზედამხედველობის ფორმა და სამსახურის ანგარიშგების სიხშირე მოქალაქეთათვის გაწეული საქმიანობის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება იმ ადამიანების უკეთესად და უფრო ეფექტიანად დაცვას ემსახურება, რომლებიც კომიტეტს იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით მომართავენ.

„ჩვენ ამ სამუშაო დოკუმენტით დავნერგეთ ისეთი სისტემა, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კომიტეტს მომართავენ, იურიდიულ დახმარებას მიიღებენ მაქსიმალურად სწრაფად. ამიტომ ეს ჩვენი მოქალაქეების გარკვეული სეგმენტის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, -განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ამ მანდატის კიდევ უფრო გაფართოებაზე ზრუნვას გააგრძელებენ.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, მელიტონ ბენიძის განცხადებით, აღნიშნული უწყება მზად არის ამ გამოწვევისთვის როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. „მინდა აღვნიშნო, რომ შედარება არ არის იმ მდგომარეობასთან, რაც 2012 წლამდე იყო. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამ და სამსახურისთვის დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყების სტატუსის მინიჭებამ ახალი ბიძგი მისცა ამ პროცესის განვითარებას და, ჩვენ არამც თუ დამოუკიდებლად ვმართეთ ჩვენი სამსახური, არამედ ახალი ვალდებულებებიც ავიღეთ“, - განაცხადა მელიტონ ბენიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა