logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
12:08 27.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა კასპიის ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას აშშ-ს ბიზნეს წრეების, სავაჭრო ორგანიზაციების, ასევე კასპიის რეგიონის ქვეყნების ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში საუბარი კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, რეგიონის ქვეყნების განვითარების პოტენციალს და არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპიის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის ევროპისთვის ენერგო მატარებლების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. მან, ასევე საქართველოს დიდ მნიშვნელობასა და პოტენციალზე კასპიის ზღვის ენერგო რესურსების ევროპისთვის მიწოდების პროცესში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემის წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები მიმოიხილა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონალურ ჰაბად გადააქცია. ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა კასპიის რეგიონის ქვეყნების განვითარებისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისათვის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორიც გახლავთ დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმები და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ვახტანგ მახარობლიშვილმა რეგიონის ცალკეულ ქვეყნებთან თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებზე, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ფორუმზე საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები დადებითად შეფასდა, ასევე აღინიშნა, რომ საქართველო თავისი უნიკალური გამოცდილებით და ქვეყნის განვითარების პროგრესით მნიშვნელოვანი ხიდია დასავლეთსა და კასპიის აუზის ქვეყნებს შორის.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა