logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
20:39 26.09.2018
საქართველოსა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ბოცვანას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნითი დოუმ.



მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.



ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა განავითაროს ურთიერთობები ბოცვანას რესპუბლიკასთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლებისა და კულტურის სფეროში, ასევე სახელმწიფო სექტორის რეფორმირების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით.



კმაყოფილებით აღინიშნა მიმდინარე წელს ბოცვანას დედაქალაქში გამართული პირველი ქართული კულტურული ხასიათის ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „საქართველოს შეხვედრა ბოცვანასთან“ და ქართველი მხატვრის სანდრო ერისთავის ნამუშევრების გამოფენა „აფრიკული ფერები, აფრიკული სული“. აღსანიშნავია, რომ ორივე ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატიო კონსულის მოთუსი სერუმოლას მიერ იყო ორგანიზებული.



შეხვედრაზე ბოცვანას საგარეო უწყების ხელმღვანელს ქართველმა კოლეგამ ინფორმაცია გაუზიარა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა