logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: უფრო ეფექტიანი ზომები უნდა ტარდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ ოკუპაციის პირობებშიც
დავით ზალკალიანი: უფრო ეფექტიანი ზომები უნდა ტარდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ ოკუპაციის პირობებშიც
18:20 26.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.



შეხვედრაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში გაეროს ინსტრუმენტების შესრულების აუცილებლობას დაეთმო, მინისტრმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის პირობებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.



მინისტრის განცხადებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებს სერიოზული საფრთხე ემუქრება და იქ ქართული ისტორიული კვალის მიზანმიმართული წაშლა მიმდინარეობს, რაც ძეგლებს თავიანთ პირვანდელ იერსახეს და შინაარსობრივ არსს აკარგვინებს. მათ შორის დასახელდა წებელდას მონასტრის ვანდალური განადგურების ფაქტი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით დაანგრიეს. მისი განცხადებით, მსგავსი ფაქტებით ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები.



მინისტრის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი მუდმივად დგას საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში, როგორც იუნესკოსთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და აღნიშნულ საკითხში მისი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და ყველა საშუალებას მიმართავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების მივლინების უზრუნველსაყოფად.



აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მატერიალური კულტურის ძეგლების დაცვის მიმართულებით პროგრესის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების სათანადო ჩართულობითაა შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საგანგაშო ვითარება არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების შეშფოთებას უნდა იწვევდეს და უფრო ეფექტიანი ზომები უნდა ტარდებოდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად არა მარტო შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ ოკუპაციის პირობებშიც.



მინისტრის განცხადებით საქართველო წარმატებით ახორციელებს კულტურის სფეროში იუნესკოს კონვენციებს, მათ შორის, „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“ ჰააგის კონვენციის და აქტიურად ეწევა ორგანიზაციის ღირებულებათა პოპულარიზაციას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა