logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, ჯანსაღი ცხოვრებით მეტი ადამიანი დაკავდეს და ამის უზრუნველყოფა კანონის დონეზე მოხდეს
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში, ჯანსაღი ცხოვრებით მეტი ადამიანი დაკავდეს და ამის უზრუნველყოფა კანონის დონეზე მოხდეს
16:14 26.09.2018
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა დასრულდა. ორი დღის განმავლობაში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა და დარგობრივმა სამინისტრომ კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განიხილეს და დოკუმენტში იმ მოსაზრებების და წინადადებების გაზიარებაზე იმუშავეს, რომელიც პროექტის საჯარო განხილვების დროს, საქართველოს რეგიონებში გამართული შეხვედრებისას გამოითქვა.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღე კანონპროექტის იმ სამართლებრივი ნორმების განხილვას დაეთმო, როგორიცაა: მაღალი მიღწევების სპორტი; ფიზიკური აღზრდა და მასობრივი სპორტი; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაცია და სერტიფიცირება; სპორტის ძირითადი დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის საფუძვლები; სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში ინფორმაციის სისტემატიზაცია და საჯაროობა; ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

ორდღიანი სამუშაო პროცესი და მისი შედეგები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაჯამა.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის ხანგრძლივი პროცესი შევაჯამეთ, რაც საქართველოს რეგიონებში კანონპროექტის საჯარო განხილვებს უკავშირდება. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განვიხილეთ და დოკუმენტთან დაკავშირებით, სპორტის სფეროთი დაინტერესებული მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრებების, რეკომენდაციების და წინადადებების ასახვის შესაძლებლობები მიმოვიხილეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საჯარო განხილვების ეს პროცესი გამართლებულია, რადგან საქართველოს რეგიონებში უპრეცენდენტო შეხვედრები გაიმართა. ამით კიდევ გამოიკვეთა, რომ ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენ საზოგადოებას და მათი მოთხოვნები და ჩვენი ინიციატივები მიესადაგება იმ გამოწვევების დაძლევას, რაც სპორტის მიმართულებით არსებობს. ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი უალტერნატივოა და ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება მოკლე დროში, ამ სფეროში მეტი ადამიანის ჩართულობა მოხდეს და მისი უზრუნველყოფა კანონის დონეზე განმტკიცდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა