შპს კოლორ პარკის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი ვერ ასახელებს იმ მიზეზებს თუ რატომ დაინტერესდა
პროკურატურა პალიტრა მედიის საქმიანობით. გიორგი ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მათ პროექტში მონაწილეობა ყველა წესის დაცვით მიიღეს. მიუხედავად ამისა, პალიტრა მედიის სტამბაში პროკურატურა შევიდა და 2014 წლიდან 2018 წლამდე მიმდინარე ყველა სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
როგორც გიორგი ჯორჟოლიანი აცხადებს, კომპანიამ პროექტში მონაწილეობა ყველა წესის დაცვით მიიღო. „სამწუხაროდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩვენ მილიონ ექვსასი ათასი ავიღეთ სახელმწიფოსგან, მილიონ ექვსასი ათასი ავიღეთ კრდიტი კერძო ბანკიდან არავის არაფერი არ გაუფლანგავს, ამაში დარწუნდებიან“-აცხადებს გიორგი ჟორჟოლიანი „იმედთან“ საუბარში.

















