logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა
15:52 26.09.2018
კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უძღვებოდა, კანონპროექტი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილეს.

პარლამენტის წევრების კახა კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტის მიზანია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციით (CITES) განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტი პრინციპების დონეზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ზაზა ხუციშვილმა წარადგინა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელმაც კანონპროექტის მომზადება განაპირობა. მისი თქმით, საქმე ისაა, რომ კონვენციის მხარე ქვეყნები (საქართველო აღნიშნული კონვენციის მხარეა 1996 წლიდან) ვალდებულნი არიან მიიღონ კონვენციის ეფექტური აღსრულებისათვის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა. დღემდე კი აღნიშნული საკითხები მთავრობის დადგენილებით რეგულირდებოდა, ანუ ეროვნული კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.

მომხსენებლის განმარტებით, მუდმივმოქმედი კომიტეტი უფლებამოსილია სანქციები გაატაროს იმ მხარეთა მიმართ, რომელთაც არ ექნებათ შესრულებული შესაბამისი გადაწყვეტილების მოთხოვნები - ანუ არ იქნება მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა. სანქციები შესაძლოა გამოიხატოს ქვეყნისათვის კონვენციის დანართებში შეტანილი ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის (იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, ზღვიდან ინტროდუქცია) აკრძალვის სახით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად საქართველო ვალდებულია ეფექტურად დანერგოს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები, რომელთა მხარესაც წარმოადგენს, მათ შორის არის სწორედ ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენცია (CITES).

ცვლილებები შედის ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა