პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოში ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება
ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა ტაქსებთან დაკავშირებით, დროული და აუცილებელია.
„როცა ქვეყანას 8 მილიონი სტუმარი ჰყავს ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. კახა კალაძის ინიციატივა, რომ ტაქსების სერვისი იყოს სტანდარტიზებული, იერსახე მოწესრიგებული და მძღოლებს ჰქონდეთ უფასო პარკირება - დროული და აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს რეკლამიდან დამატებითი შემოსავალიც ექნებათ. ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წახალისება კი მწვანე და ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

















