logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა
პარლამენტის ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამის გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა
14:37 26.09.2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინიციატივის - ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი გამოშვების მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროგრამის მიზანია ფრაქციების აპარატების თანამშრომლების პროფესიული და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარება.

პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ და NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა გადასცეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გივი მიქანაძემ ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პროგრამის ინიცირებისთვის, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი შეფასებით, ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამას მრავალმხრივ მნიშვნელობა აქვს.

„ამ ღონისძიებას არ აქვს მხოლოდ ის მნიშვნელობა, რომ ფრაქციებში მომუშავე ადამიანების, როგორც ლიდერობის, ასევე სხვა უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყოს ხელი. პირველ რიგში, ეს არისადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის პროგრამა. ადამიანებმა, მიუხედავად მათი სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა, შეძლეს ერთ ჯგუფში თავმოყრა, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა და ამ საკითხებზე, თუნდაც ცხარე დისკუსიების ფონზე, ერთიან პოზიციებამდე მისვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ თქვენ გაერთიანებული ხართ იმ ფრაქციებში, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ, მაგრამ საერთოა ამ ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავალი. ამიტომ, თქვენს შორის უკვე ჩამოყალიბებული პირადი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ერთმანეთში კოორდინაციას, ერთმანეთის უფრო სწორ აღქმას და იმ საქმიანობის უკეთესად წარმართვას, რომელსაც თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ღირსეულად და პასუხისმგებლობით ემსახურებით“, - აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა იმ ადამიანების უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, რომლებიც როგორც მომავალი ლიდერები მოიაზრებიან.

„თქვენ, ფაქტობრივად, პოლიტიკოსებთან ერთად გიწევთ მუშაობა და ხართ ის ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ლიდერული უნარ-ჩვევები, ანუ, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებიც მომავალ პოლიტიკოსებად მოიაზრებით, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი იქნება ამ მიმართულებას კვლავაც გაჰყვეთ. შესაბამისად, ამ ქვეყანას სჭირდება, რომ მომავალი პოლიტიკოსების აღზრდა უწყვეტრეჟიმში ხდებოდეს და იმ ადამიანების უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი, რომლებიც მოიაზრებიან როგორც მომავალი ლიდერები“, -აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციების თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამა გრძელდება და მეორე ნაკადის მონაწილეები უკვე შერჩეული არიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა