საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის
საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები - ვიტალი მისევეცი და ივან კორჟი მიიღო.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღებასაქართველოსა და ბელარუსს შორის მზარდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გამახვილდა.
შეხვედრაზე თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს - მათ შორის, საქართველოსა და ბელარუსის ქალაქებს შორის ურთიერთობების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის, ერთობლივი საწარმოების გახსნის შესახებ.
მეგობრობის ჯგუფის წევრების თქმით, ბელარუსი კარგი მმართველობის, სახელმწიფო სერვისებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით, საქართველოს გამოცდილების გაზიარებითაა დაინტერესებული. ასევე, აღინიშნა ტურიზმის, როგორც ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების განსაკუთრებულად ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

















