საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი პეტრე მამრაძე „საქართველოს მწვანეთა პარტიაში“ გაწევრიანდა.
ამის შესახებ განცხადება დღეს „მწვანეთა პარტიამ“ გაავრცელა.
პარტიის ინფორმაციით, მამრაძე მათ რიგებს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუერთდა.
პარტია იმედს გამოთქვამს, რომ პეტრე მამრაძის პარლამენტსა და მთავრობაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება „მწვანეთა პარტიის“ მუშაობაზე პოზიტიურად აისახება.

















