პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების" ხულოს რაიონულ ოფისს საერთაშორისო დამკვირვებლები - აშშ-ს „ღია დემოკრატიის" კომიტეტის თავმჯდომარე მეთიუ ნოლანი და ამავე კომიტეტის წევრი სტივ კოლოსი ესტუმრნენ.
საერთაშორისო დამკვირვებლები პარტიის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დავით თავართქილაძეს შეხვდნენ.
თავართქილაძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო გარემოთი, პარტიის სტრუქტურებითა, დაფინანსების წყაროებით დაინტერესდნენ.
ამასთან, „ახალი მემარჯვენეების“ ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე დავით თავართქილაძე დაკვირვებლებს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის და მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინაშე გამოიკვეთა.

















