მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი მუშაობას ქუთაისში გააგრძელებს.
ხუროშვილის თქმით, მისი კაბინეტი პარლამენტიდან ქუთაისში, მთავრობის სახლში უკვე გადაიტანეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის კაბინეტი და აპარატი პარლამენტის შენობაში, საპრეზიდენტო ფლიგელში იყო განთავსებული, თუმცა, ამ დროისთვის ოთახები უკვე დაცლილია.

















