logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს
პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს
19:43 25.09.2018
საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლების და მედიის კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კომიტეტის სხდომა საქართველოში ტარდება. სხდომაში ევროპის 15-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის წევრი მონაწილეობს. კომიტეტი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა განათლების სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ასევე თანამედროვე მედიის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის და პროპაგანდის მზარდი საფრთხეები დემოკრატიული ქვეყნებისთვის.



„მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომაზე. დიდი დრო დაეთმო დეზინფორმაციის და პროპაგანდის მზარდ საფრთხეებზე მსჯელობას, ასევე პროპაგანდასთან გასამკლავებლად ევროპის ქვეყნებში მიმდინარე ღონისძიებებზე მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში არაერთი მოხსენება მზადდება ამ საკითხზე და თითქმის ქვეყანა არ დარჩა, რომლის წარმომადგენელი ამ საკითხზე არ მუშაობდეს, მთავარი პრობლემა, მაინც ქვეყნებს შორის საერთო ხედვებზე ჩამოყალიბება რჩება.



პოზიტიური ტენდენციაა, რომ ბევრი ქვეყანა ავითარებს მედია წიგნიერების პროგრამას. საქართველოს ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება აქვს, რაზეც დღეს ბევრი ვისაუბრეთ.



რასაკვირველია, პარლამენტის როლი დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებში არის განსაკუთრებული, ეს იქნება ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების თუ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის საკითხები. საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.



კომიტეტის სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები.



ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტს პარლამენტის სახელით ნინო გოგუაძე მასპინძლობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა