საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, სერგი კაპანაძისა და
ირაკლი აბესაძის შემადგენლობით ბერლინში იმყოფება, სადაც 25- 27 სექტემბერს ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი პარლამენტარებისთვის იმართება კონფერენცია: „მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ პარტნიორობა – არსებული რეალობა და სამომავლოგეგმების დასახვა, მდგრადობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პარლამენტების როლი უსაფრთხოების გამოწვევების გამოსავლენად და ევროკავშირთან ასოცირების და კარგი მმართველობის რეფორმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ღონისძიების მონაწილეები ეწვევიან გერმანიის პარლამენტს და შეხვდებიან შეიარაღებულ ძალებში საპარლამენტო კომისარს, ასევე საპარლამენტო ჯგუფების წევრებს. დაგეგმილია შეხვედრები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.

















