logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსებმა „თბილისის მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსებმა „თბილისის მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი
18:53 25.09.2018
საქართველოს პარლამენტში, მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრის ფარგლებში „თბილისის მემორანდუმის“ ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დოკუმენტს საქართველოს, სომხეთის, ბელარუსის (ქვედა და ზედა პალატის), მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების აპარატების უფროსებმაბ მოაწერეს ხელი.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, დღევანდელი დღე დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების აპარატებისთვის ისტორიული დღეა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების, ჩვენი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოების გაძლიერების კუთხით, ეს არის ისტორიულ დღე, როდესაც ხუთი ქვეყნის პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკისგან შორს არის და გამოხატავს იმ განწყობას და იმ კეთილ ნებას, რაც ასახულია ამ დოკუმენტის შინაარსში. მემორანდუმი შესაძლებლობას გვაძლევს სხვა ქვეყნების წინაშე განვაცხადოთ, რომ ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის წევრი ქვეყნები, გამოვხატავთ მზაობას და დიდ სურვილს ერთობლივი თანამშრომლობით, ერთმანეთის მხარდაჭერით, ერთმანეთის გვერდში დგომით კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაძლიეროთ ის პროცესები, რომელიც ჩვენი პარლამენტების აპარატებში მიმდინარეობს და ერთობლივი ძალისხმევით წარვდგეთ საერთაშორისო ასპარეზზე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენთაგანს ამ იდეის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

„თბილისის მემორანდუმის“ ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შეაჯამა.

„ეს იმ თანამშრომლობის დასაწყისია, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან აქტიური განხილვების საფუძველზე ჩაეყარა ფუნდამენტი და რომლის დეკლარირება ერთობლივი დოკუმენტის საშუალებით განვახორციელეთ.

ჩვენი ეს შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული, იმიტომ, რომ შევძელით ერთმანეთისთვის საინტერესო და შესახები ელემენტების გამოკვეთა და ამავდროულად იმის დანახვა, რომ ჩვენ მხოლოდ თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია უფრო მარტივად და უფრო ეფექტიანად ძალიან ბევრი საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა.

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის მონაწილეობით დაიგეგმა ის აქტივობები, რაც 2019 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება. კერძოდ: 1. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთათვის ზამთრის აკადემიის ორგანიზება კვლევით და საინფორმაციო-ანალიტიკურ თემატიკაზე (იანვარი, თბილისი); 2. „თბილისის მემორანდუმის“ ხელმომწერი ქვეყნების პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა (მარტი, ერევანი); 3. სემინარი თემაზე „პერსონალის გადამზადება და საზოგადოების ინფორმირება“ (მაისი, ბათუმი); 4. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთათვის ზაფხულის აკადემიის ორგანიზება საპარლამენტო კონტროლის თემაზე (ივნისი, თბილისი).

გივი მიქანაძემ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა