სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.
აღნიშნულს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ” კანონი ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ირჩევს.
თუმცა, ამ დრომდე პარლამენტში კომენტარებს არ აკეთებენ ბეჟაშვილის შემცვლელად პარლამენტის თავმჯდომარე ახალ კანდიდატს წარადგენს თუ მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს.
ბეჟაშვილის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შემთხვევაში კი, პარლამენტის კიდევ ერთი რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევა გახდება საჭირო.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლევან ბეჟაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ სიით კენჭს თელავში იყრის.
კანონის თანახმად, გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ეწეოდეს სხვა პოლიტიკურ საქმიანობას.
ლევან ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლებისთვის გვერდით დგომა დაასახელა.

















