logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა
დავით ზალკალიანი: რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა
20:19 24.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხირივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს. ფედერიკა მოგერინის მხრიდან კი, სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს კომისართან ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. უნდა აღინიშნოს, რომ მოგერინის მხრიდან სამკაოდ მაღალი შეფასება მიეცა იმ მიმდინარე რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შემგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა გადადგას ნაბიჯები ასოცირების ხელშეკრულების მიღმა, რაც ბუნებრივია ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა“-განაცხადა დავით ზალკალიანმა

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სერიოზული წვლილი შეაქვს, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებში ძალიან აქტიურ ჩართულობას და მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს.

„მოგეხსენებათ, ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალიან სერიოზული წვლილი შეაქვს იმაში, რომ არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. კერძოდ იქ იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი , რომელიც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორის როლს ასრულებს . აღინიშნა ამ მისიის ძალიან ეფექტური მუშაობის მნიშვნელობა და აის ფაქტი, რომ მისიამ მომავალშიც უნდა გააგრძელოს ძალიან აქტიურად საკუთარი წვლილის შეტანა რეგიონში დეესკალაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებებში ძალიან აქტიურ ჩართულობას და მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. შეხვედრაზე ასევე აღნიშნულ იქნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია მუდმივად იქნება ევროკავშირის რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარო ურთიერთობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა