logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ოდიშარია: მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ჭანჭიკების როლს ასრულებენ ხალხის მოტყუებაში
ბექა ოდიშარია: მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ჭანჭიკების როლს ასრულებენ ხალხის მოტყუებაში
20:09 24.09.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას შეფასებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ საშუალებას, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს.


"მე ახლა ყურადღებით ვუსმენდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს და მან თქვა შემდეგი სიტყვები, რომ ჩვენ, მართლაც, გვსურდა ევროპული საარჩევნო პროცესის ჩატარება, ახლაც გვაქვს ამის სურვილი. ჩვენ სურვილი გამოვხატეთ, რომ მხარი დაგვეჭირა ზეპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატისათვის, რომელსაც, არამხოლოდ, თავისი ოჯახის წევრები ცნობენ და რომლებსაც არ შეუძლიათ, რაც პროცესმა გვაჩვენა, საკუთარი საბუთების სწორად შევსება, არამედ კანდიდატისათვის, რომელიც საქართველოს წაადგებოდა, ხვალინდელ დღეს, წაადგებოდა იმ საკონსტიტუციო მოწყობას. თუმცა, როგორც ბატონმა ირაკლიმ განაცხადა და მეც გავიმეორებ, ამის საშუალებას ამ მართლაც ევროპული ტიპის პოლიტიკოსს არ აძლევენ. არ აძლევენ, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანის გამოყენების საშუალებით და მე მართლაც ადამიანურად მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ჭანჭიკების როლს ასრულებენ ხალხის მოტყუებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად უწყით, თუ რა ბრძოლით მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს გამარჯვება. აქ სხედან მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც მართლაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აიღეს ხელში ხელისუფლება. მე, ვამაყობ ამ ადამიანების გვერდში ყოფნით, რადგან ასეთივე ბრძოლისუნარიანი ისინი არ არიან, რომ მოიპოვონ ხელისუფლების ყველა შტო ამ ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვართ პარლამენტში წარმოდგენილნი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გარდა სამისა, „ქართული ოცნება“ არის წარმოდგენილი აბსოლიტური უმრავლესობით და სწორედ ამ ადამიანების გადაწყვეტილებით, რომლებაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გაგვრყვნას და სწორად უნდა წავიკითხოთ ის, რაც წერია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ, არ ვთამაშობთ კონსტიტუციით, არ ვთამაშობთ ადამიანებით, საზოგადოებრივი აზრით. მადლობას ვუხდი ირაკლი კობახიძეს, გენერალურ მდივან- კახი კალაძეს, და რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არაერთხელ გამხდარა ევროპული პრეცედენტის, გნებავთ გადადგომის, გნებავთ გარიდების პოლიტიკიდან და თუ გნებავთ როცა საჭიროა მობრუნების, როცა ქვეყანას სჭირდება, რადგან ასე იქცევიან ღირსეული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული ადამიანები“,-აცხადებს ბექა ოდიშარია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა