საქართველოს პრეზიდენტი ახალი პოლიტიკური მოძრაობებისა და ახალი პოლიტიკური კოალიციების შექმნას მიესალმება.
მისი თქმით, ეს არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.
სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან თანამშრომლობით მოხდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებები, თუმცა, გარკვეული უთანხმოებები რჩება, რაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის ნორმალურია.
"ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის ამ მიმართულებით. ასევე, გაიზარდა პარტიების დაფინანსება, რათა პარტიები არ იყვნენ დამოკიდებული სპეციალურ კორუმპირებულ პოლიტიკურ ინტერესებზე. ჩვენი პოლიტიკური სისტემა მიესალმება პოლიტიკურ დისკუსისიაში ნებისმიერი აზრის არსებობას,", - განაცხადა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომელი პოლიტიკური ძალა დგას კონკრეტული ტელევიზიისა და გადაცემის უკან და რა ინტერესები ამოძრავებს ამ ძალას.
ამასთან, მისი თქმით, გატარდა სასამართლო რეფორმა და ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინტსტიტუტი.

















