logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ სფეროში პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტის გამოყენებას წარმოადგენს
სოფიო ქაცარავა: ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ სფეროში პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტის გამოყენებას წარმოადგენს
18:10 24.09.2018
თბილისში, სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმმა მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დასკვნითი ნაწილის პანელზე ფორუმის ორგანიზატორმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობა შეაჯამა.

„ფორუმის ამოცანა, რომ სტრატეგიულ კომუნიკაციებში ჩართული ყველა მხარე ერთად შევკრებილიყავით და მთავარ გამოწვევებსა და კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე გვემსჯელა, შესრულებულია. ჩვენ დავინახეთ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მაგალითები და გავაცნობიერეთ, რომ ეფექტური სისტემის გასამართად საჭიროა პოლიტიკური ნება, მეტი ძალისხმევა და ექსპერტული მხარდაჭერის გამოყენება. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტის ამ სფეროში გამოყენებას და სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილად ქცევას წარმოადგენს “, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით, პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია და ახლა დგას მომენტი, როცა შემდეგი ქმედებების განხორციელებისთვის, რაც მიღწეული პროგრესის გაძლიერებას და ახალი სისტემების შექმნას უკავშირდება.

„ახლა მთავარია შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, ფორუმზე წარმოდგენილი მიგნებების, რეკომენდაციებისა და იდეების გათვალისწინებით, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაუწევს ორგანიზებას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფორუმის დასასრულს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს, USAID-ს და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა