logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელიამ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის კონფერენციაზე სკოლამდელი განათლების რეფორმაზე ისაუბრა
ეკა ბესელიამ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის კონფერენციაზე სკოლამდელი განათლების რეფორმაზე ისაუბრა
17:46 24.09.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, იგი მოხარულია რომ პრემიერ-მინისტრმა სკოლამდელი განათლების რეფორმა პრიორიტეტად დასახა.

სკოლამდელი განათლების რეფორმის მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი გარანტირების უზრუნველყოფით იქმნება მომავალში არაძალადობრივი გარემო, განათლებული საზოგადოება, სტაბილური სივრცე იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს უკეთესი რეალობა, რაც რეფორმის ძირითადი შინაარსია.

მისივე თქმით, ოთხწლიანი მასშტაბური და კომპლექსური რეფორმა 2016 დაიწყო. ის ეტაპობრივად ხორციელდება და რეფორმის პირველის შედეგები 2020 წლისთვის გამოჩნდება.

„ეს არის მომავლის რეფორმა და მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრის ხუთ პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია განათლების სისტემის პრიორიტეტულობა და ამ განათლების სისტემის პირველი საფეხური სკოლამდელი განათლებაა. ამ რეფორმით სააღმზრდელო პროცესში დაბრუნდა განათლების კომპონენტი და ეს იყო გზავნილი, რომ მნიშვნელოვანია აღზრდისა დ განათლების ჰარმონიული პროცესის წარმართვა. რეფორმის შედეგად აღმზრდელებს დაუბრუნდათ პედაგოგის სტატუსი, რასაც უკავშირდება მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები,“-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა კერძო დაწესებულებებსაც ეხება.

„ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გზავნილი იმისთვის, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად უნდა იყოს გარანტირებული იმ სტანდარტით, რაც გათვალისწინებულია გაეროს ბავშვთა კონვენციით. როდესაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ვთავმჯდომარეობდი, კომპლექსურად შევხედეთ რეფორმას ბავშვთა უფლებების ჭრილში. ეს არ არის მხოლოდ განათლება, რომელიც წამყვანი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს იმავდროულად არის რეფორმა, რომელიც გულისხმობს არაძალადობრივს გარემოს, გულისხმობს ერთიან სტანდარტს - ეს არის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვების ჰიგიენა, ჯანდაცვის სტანდარტი ანუ ეს არის ერთიანი კომპლექსური გარემოს შექმნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, რეფორმის იმპლემენტაციის პროცესზე ზედამხედველობისთვის კონტროლის მექანიზმი იქნა გამოყენებული, კერძოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნა უწყებათაშორისი მონიტორინგის საბჭო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რეფორმის მიმდინარეობის პროცესში მუნიციპალიტეტების როლზე ისაუბრა.

„რეფორმის განხორცილების პროცესში მუნიციპალიტეტებს აქვთ უმნიშვნელოვანესი როლი. მათი აქტიური და სწრაფი გადაწყვეტილებების გარეშე ეს პროცესი წინ ვერ წავა. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტთან გვაქვს მუდმივი კოორდინაცია“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, 320 მისაღები ნორმატიულ აქტიდან ამ დროისთვის უმრავლესობა მიღებულია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ავტორიზაციის პროცესზე შეაჩერა და მისი ვადის შესაძლო გაგრძელების საკითხზეც ისაუბრა.

ეკა ბესელია თავის გამოსვლაში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხსაც შეეხო.

„ის რაც არის ამ ფორუმის მთავარი გზავნილი, რომ გავაძლიეროთ ქართულ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა, შევქმნათ ახალი სივრცეები, შესაძლებლობები, მექანიზმები, პლატფორმები იმისთვის, რომ მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქტიურ პროცესში, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე - ეს ძალიან სჭირდება დღეს ქართულ რეალობას. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ კვოტირების საკითხს და უნდა შევძლოთ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად არსებული ბარიერებისა“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა