საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ
სხვადასხვა პოლიტიკური ძალები პროვოკაციებს მიმართავენ.
ეს განცხადება მან ქობულეთში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„რა შეფასება უნდა მიეცეს როცა თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიას არ ატარებინებენ ერთ-ერთ კანდიდატს ხან პროვოკაციებით და ხან ლანძღვა-გინებით. ამას შეფასება მე კი არ უნდა მივცე, ამას შეფასებას მისცემს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს, როცა ხმას მისცემს 48 ნომერს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას დღეს აჭარის რეგიონში შეხვდა.

















