logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგი წერეთელი აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა
გიგი წერეთელი აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა
16:11 24.09.2018
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა მილი მეჯლისის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაქოში გამართულ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

გიგი წერეთელმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა და საიუბილეო თარიღი მიულოცა.
,,გარდა იმისა, რომ მე დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ინსტიტუტს წარმოვადგენ, ჩემთვის მეტად სასიხარულოა ის, რომ ასევე წარმოვადგენ მეზობელ და მოძმე საქართველოს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის პარლამენტის მდიდარ ისტორიაზე და აღნიშნა, რომ საუკუნის წინ ამ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანო დაფუძნდა, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ავითარებდა, იცავდა ქალთა და უმცირესობის უფლებებს და ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას.

“სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად აუცილებელია დემოკრატიული კონსოლიდაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, და ამ პროცესში საპარლამენტო დემოკრატია, დიპლომატია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეუთო მზადაა ამ საკითხებში აზერბაიჯანის ქმედითი პარტნიორი იყოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ბაჰარ მურადოვას და აზერბაიჯანის პარლამენტის სხვა ლიდერებს შეხვდა. გიგი წერეთელმა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, პაკისტანის პარლამენტების სპიკერებთანაც გამართა.
აზერბაიჯანის პარლამენტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 44 ქვეყნის 300-მდე სტუმარი დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა