logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ იმპულსი სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ იმპულსი სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის
16:09 24.09.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ვალდებულებაა, ამომრჩევლისთვის პარლამენტის საქმიანობა ნათელი გახდეს.

ეს განცხადება მან სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე - „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

“ჩვენ ვიღებთ კანონებს, ვახორციელებთ რეფორმებს, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, ამომრჩევლისთვის ნათელი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ მოსახლეობასთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის უკეთესი სტრატეგია და ჩამოვაყალიბოთ მკაფიო და გულწრფელი გზავნილები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, უნდა გვესმოდეს, რა არის ჩვენი მოსახლეობის წუხილები და უნდა ვუპასუხოთ მათ კითხვებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ეს უნდა გავაკეთოთ მარტივად და ნათლად, უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზავნილები ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენ აგვირჩიეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მნიშვნელობასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს მასზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობა, ის ქმნის ბიუჯეტს, ახორციელებს რეფორმებს და გვაქვს კიდეც გაუმჯობესება ბევრი მიმართულებით, მაგრამ პარლამენტის საზრუნავია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყოს მოწოდების სიმაღლეზე. პარლამენტმა უნდა გააძლიეროს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო საქმიანობა და ამით, ერთი მხრივ დაეხმაროს აღმასრულებელ ხელისუფლებას საქმიანობის უკეთ წარმართვაში და მეორე მხრივ უზრუნველყოს, რომ ხელისუფლების ყველა შტოს შორის საქმიანობა იყოს კოორდინირებული და შესაბამისად, მათი გზავნილი მოსახლეობისადმი - შეთანხმებული და გასაგები“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებული გამოწვევაა საქართველოსთვის, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს დეზინფორმაციის პირობებში ახორციელებს.
მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტის როლი განსაკუთრებული უნდა იყოს იმაშიც, რომ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას.

„ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მოწყვლადი იმ კონფლიქტების ფონზე, რომელიც გვაქვს, ასევე ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორ ვუწევთ წინააღმდეგობას გაძლიერებულ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, რომელიც ცდილობს საფრთხე შეუქმნას ჩვენს სტაბილურობას. ეროვნული მიზნების მიღწევისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სიტემის არარსებობა დიდი რისკია და ამიტომ არის ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაციის შემუშავება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობაზე, მის კონსტიტუციურ მანდატზე, განსაზღვროს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკა, ახალ კანონზე, რომელიც გააუმჯობესებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობას და მეტ შესაძლებლობებს ხსნის ოპოზიციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური თანამშრომლობისათვის.

„პარლამენტს აქვს კონსტიტუციური მანდატი და განსაზღვრავს ქვეყნის შიდა და გარე პრიორიტეტებს, მან უნდა მკაფიოდ თქვას, რა არის ქვეყნის პრიორიტეტი და საით მიისწრაფის სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორობა აქაც პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია.

პარლამენტი არის გამჭვირვალე. ყველაფერს, რასაც აკეთებს საქართველოს პარლამენტი, ხედავს საქართველოს ხალხი, პარლამენტი ხელმისაწვდომია ინფორმაციის მოპოვების კუთხით; პარლამენტი არის კარგი სათანამშრომლო სივრცე სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის, მედიისათვის. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს და საპარლამენტო სისტემის ვალდებულებაა აქტიური კავშირი ქონდეს ამომრჩეველთან.

კარგია რომ პარლამენტი ბრუნდება დედაქალაქში. ორ ქალაქში მუშაობამ დაღი დაასვა საპარლამენტო საქმიანობას. ამ დღეებში ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი პროცედურული წესების შესახებ და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი წესები ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან საურთიერთოდ. გაძლიერდება ზედამხედველობის ფუნქცია და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად ანგარიშვალდებულნი იქნებიან პარლამენტის წინაშე. საპარლმენტო კომისიებს, ოპოზიციას გაუადვილდება აღმასრულებელი ხელისუფლებისაგნ პასუხების მოპოვება, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის დაბარება საკომიტეტო სხდომებსა და პლენარულ სესიაზე. პროცედურული წესები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პოლიტიკური დებატების მოწყობაში“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია ეფექტური, მდგრადი და პროაქტიული ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება მთავრობის ერთიანი მიდგომითა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობის გზით და პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს განსაკუთრებული როლი სტრატეგიული კომუნიკაციების ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებაში.
„ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ იმპულსი სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის გაძლიერებასა და პარლამენტის გამჭვირვალობაზე დაყრდნობით. პარლამენტს შეუძლია გახდეს უფრო აქტიური ამ მიმართულებით და დაეხმაროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, რათა მათ შორის არსებობდეს მეტი თანამშრომლობა, მეტი კომუნიკაცია და ეს შეთანხმებულობა აჩვენონ ჩვენს ხალხს“ - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

დასასრულს, თამარ ჩუგოშვილმა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა იმ დიდი წვლილისთვის, რომლიც საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების საქმეში შეაქვთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა