logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პარლამენტი დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
პარლამენტი დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
19:48 23.09.2018

საქართველოს პარლამენტი დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის

საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.

 

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეტ რუდი გახსნიან. ფორუმის მონაწილეები მოისმენენ საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, თაჯან ილდემის ვიდეომიმართვასაც.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში ეფექტური, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება და ამ პროცესში მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის როლის გამოკვეთა.

მაღალი დონის საჯარო დიალოგის ფარგლებშიქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი მაღალი დონის მონაწილეები და დარგის ექსპერტებიგანიხილავენ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისათვის ეფექტური, მდგრადი და პროაქტიული ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც განხორციელდება მთავრობის ერთიანი მიდგომითა და სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს შორის თანამშრომლობის გზით.

ფორუმზე გაიმართება მსჯელობა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სტრატეგიული კომუნიკაციები ქართულ კონტექსტში, არსებულ რთულ საინფორმაციო გარემოში და მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.

აქცენტი გაკეთდება მჭიდრო ბმაზე, რომელიც არსებობს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიღწევასა და წარმატებულ შიდა რეფორმებს შორის. იმსჯელებენ კოორდინირებული გზავნილების ქვეყნის შიგნით (საქართველოს მოქალაქეებთან) და გარე აუდიტორიასთან (ევროატლანტიკური ინსტიტუტები და პარტნიორი ქვეყნები) კომუნიკაციის ყველაზე ეფექტურ გზებზე.

დასკვნითი სხდომაზე შეჯამდება ფორუმის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები, დაისახება სამომავლო ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ეროვნული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარ კომპონენტად ქცევა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორგანიზებული და ინიცირებული ფორუმი საქართველოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, USAID-ისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭრით ჩატარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა