logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება უზრუნველყო
14:59 22.09.2018
"ვიცი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

„ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ სადაც კითხვა არსებობს, იმ კითხვებზე ჩავეძიოთ ყველას და გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი. ეს არის ჩვენი ამოცანა. კორუფციას ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ამაში აუცილებლად საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხების გაცემა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე საქმესთან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირს გამორიცხავს.

„ამას პირდაპირ ვიტყვი - გამოვრიცხავ. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ეს არის მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, აქ არის ეს საქმე ჩასაძიებელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, ამ საქმით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, „ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ საქმეს ნათელი მოეფინოს“-აცხადებს სპიკერი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა