logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
როუზ გიოტმიოლერი: მოგიწოდებთ გააგრძელოთ სვლა გზაზე, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიჰყავხართ
როუზ გიოტმიოლერი: მოგიწოდებთ გააგრძელოთ სვლა გზაზე, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიჰყავხართ
16:30 21.09.2018
„საქართველო ნატოსთან გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე მანამდე” – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა.


მისი თქმით, საქართველო საუკეთესო ფორმას ინარჩუნებს ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც მოწმობს ივლისის სამიტზე ალიანსის ლიდერების მიერ კიდევ ერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო, ნატოს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად, ნატოს წევრი გახდება.


როუზ გიოტმიოლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

„10 წლის განმავლობაში საქართველო ასრულებდა ცენტრალურ როლს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ნატოსა და ქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“ - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ.


მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. როუზ გიოტმიოლერმა შეშფოთება გამოთქვა შავი ზღვის რეგიონში რუსული მილიტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი იქნება.


გენერალური მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მისი თქმით, „ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან“ - აღნიშნა მან.


როგორც როუზ გიოტმიოლერმა განაცხადა, ნატო აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების შექმნისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების სფეროში. მისი თქმით, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტმა უკვე მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნატო-საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

„მე მოგიწოდებთ გააგრძელოთ სვლა ამ გზაზე, რომელიც ალიანსის წევრობისკენ მიჰყავხართ. ნატო კი, თავის მხრივ, კვლავ დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესში“ - განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა