logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა და შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა
თამარ ხულორდავა: ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა და შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა
14:54 21.09.2018
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებულია, ვიდრე ოდესმე.

ეს განცხადება მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ეროვნული ინტერესების გარდა, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, გვაქვს ასევე საგნობრივი თემატური ინტერესები, რაზეც ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან და რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვაქვს. ამ ურთიერთობების გაღრმავების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, მისი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კონგრესის წარმომადგენლებთან. საქართველოს სჭირდება და კიდეც აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ ვიზიტის მიმდინარეობის პროცესში მოვისმინეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკონომიკური ინტერესებითაც მეტად დავაკავშიროთ ჩვენს ქვეყანას აშშ, რაც ერთის მხრივ ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოსთვის და გარდა ამისა გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესის გარანტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს შემდეგომ თანამშრომლობას,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა