logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვლადიმერ კონსტანტინიდი: აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა
ვლადიმერ კონსტანტინიდი: აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა
14:47 21.09.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი პრემიერ- მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან შეხვედრას და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს აფასებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტი და მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელ პირებთან, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ეს ვიზიტი საქართველო-აშშ -ს შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტ დინამიზმს შესძენს.
ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. საქართველოს დელეგაციამ ამ კუთხით მოსიმინა მხარდამჭერი განცხადებები, როგორც თეთრი სახლის, ასევე ამერიკის პოლიტიკური სპექტრის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. საქართველო შეფასებულია, როგორც წარმატებისა და დემოკრატიის მკაფიო მაგალითი რეგიონში, სამაგალითო პარტნიორი და საიმედო დასაყრდენი შეერთებული შტატებისთვის, “ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, არსებული გამოწვევების დაძლევისა და საერთო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება შეხვედრებისას რეგიონში საქართველოს როლს დაეთმო. ასევე შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და განაგძობს ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იდგება აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის ფარგლებში“ - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან, ასევე ყურადღება ვიზიტის ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური კომპონენტითაც. ორივე მხარე დაინტერესებულია, რათა გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და გაიზარდოს ამერიკული კომპანიების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში. ამერიკული მხარის მიერ მაღალი შეფასება ეძლევა ეკონომიკის, ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს და მთავრობის ამბიციურ გეგმებს. საქართველო რეგიონში ხდება აშშ-ს ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის საიმედო და პერსპექტიული პარტნიორი. საქართველო ჩართულია ბევრ საერთაშორისო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტში, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესს წარმოადგენს“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა