ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე,
როუზ გიოტმიოლერი დღეს სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც ჩატარდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. აგრეთვე დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას.

















