logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება
ირაკლი კობახიძე: საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება
19:50 20.09.2018
„ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია გაიმართება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე“ წარადგინა.


მისი თქმით, ერთობლივი ინიციატივის მიზანი სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.


„ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიზანია სამ ქვეყანას შორის სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც არის დაკავშირებული დასავლურ ინტეგრაციასთან, და ჩვენ გვაქვს ასევე საერთო გამოწვევები, რომლებიც არის დაკავშირებული ტერიტორიების ოკუპაციასთან და რუსეთთან კონფლიქტთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და მნიშვნელოვანია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. აქ არის შემოთავაზებული პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათის შეძენა, ანუ იქნება ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა სამი ქვეყნის პარლამენტების მონაწილეობით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი დელეგაცია, 10 წევრის შემადგენლობით.


„განსაზღვრულია პარლამენტის დადგენილების პროექტით ამ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც 10 წევრისგან შედგება. დელეგაციის ხელმძღვანელია ირაკლი კობახიძე, შემოთავაზებულია სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, კახაბერ კუჭავა, დავით მათიკაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“, სერგი კაპანაძე ევროპული საქართველო , სალომე სამადაშვილი, -„ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ლომია - „საქართველოს პატრიოტები“.


მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უახლოეს მომავალში, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება საპარლამენტო ასამბლეის პირველი სესია და მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, იგი თბილისში გაიმართება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა