logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა
18:21 20.09.2018
პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილა, რომელიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ივლიანე წულაიამ წარმოადგინა.

კანონპროექტი საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისათვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ასევე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას.

მომხსენებლის თქმით, სხვა საფრთხეების თავიდან აცილებასთან ერთად კანონპროექტი ადგილობრივ შრომის ბაზარს დაიცავს. ივლიანე წულაიამ კოლეგების შეკითხვებს უპასუხს.

კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, გარკვეულ საკითხებთნ დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით მთავრობასთან კონსულტაციების გამართვა იქნება საჭირო. სწორედ ამ დათქმით უყარა კენჭი კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს.

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა წარმოადგინა დღევანდელ სხდომაზე.

კანონპროექტით წესრიგდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში მოცემული ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობასთან, საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლის შემთხვევებთან, ნებართვის გაცემის წესთან და ნებართვის გაცემის განსაკუთრებულ პირობებთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტით აგრეთვე რეგულირდება ისეთი საკითხები როგორიცაა ნებართვის მოქმედების ვადა, ნებართვის მფლობელის ვალდებულებები და საერთაშორისო ვაჭრობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან კონვენციის წევრები. გარდა ამისა, კანონპროექტი აწესრიგებს სანებართვო მოწმობის ფორმასთან და CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესთან დაკავშირებულ საკითხებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილია.

ცვლილება ითვალისწინებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდშიც მიეცეთ საშუალება მათი იდეების, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ დაუბრკოლებლად და ამ მიზნით განახორციელონ მაუწყებლისგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან კონსულტაციები გაიარა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა მაუწყებლებთან, რომლებიც ამ პოზიციაზე შეჯერდნენ.
მომხსენებლის თქმით, „მნიშვნელოვანია ამ ცვლილების განხორციელება, რაც დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ცვლილება ბიუჯეტს არ აზარალებს, რამდენადაც თვითონ პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსდება რეკლამები. ასევე, ეს ყველაფერი არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რადგან ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი გამოცდილება“.

კანონპროექტთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები და დაისვა კითხვები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით: „უნდა დადგინდეს ფარგლები და სტანდარტები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. პროცესი უნდა იყოს ეთიკური და დემოკრატიული და მართლაც ემსახურებოდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.

კომიტეტის წევრთა აზრით, შემოთავაზებული პროექტის პრინციპები მისაღებია, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. ამ დათქმით, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი კოლეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარუდგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები ემსახურება იმ ხარვეზების ამოფხვრას, რომელიც გამოჩნდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებით თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზეც უნდა განთავსდეს. ასევე, კანონპროექტით თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. თუმცა ამისათვის დგინდება გარკვეული პირობები, რომლის თანახმად, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში.

კანონპროექტში ცვლილება ხორციელდება პროფესიულ თეატრებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, როლის შესრულებისას შესაძლებელი იქნება სცენაზე მოწევა, მაყურებლისთვის შესაბამისი გამაფრთხილებელი ინფორმაციის მიწოდებით.
აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია სლოტ კლუბებში მოწევის დაშვებამ. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა იმ დათქმით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ დოკუმენტს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კონსულტაციაები გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ ერთი ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი განიხილა -„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ოცდახუთამდე კანონპროექტი.

კანონპროექტით წესრიგდება საქართველოში მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესი. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს როლი და ფუნქცია ასეთი სიმბოლოების გამოყენებისას.

კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო სიმბოლოების (დროშა, გერბი და ჰიმნი) სწორად და კანონით დადგენილი პარამეტრებით გამოყენება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებში, როგორიცაა - სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა, პასპორტი და ა.შ. ასევე, აღლუმებზე ინაუგურაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი სწორად გამოყენება.

წარმოდგენილი დოკუმენტიდან გამომდინარე, კანონპროექტებში ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა