logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა
18:20 20.09.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე განსახილველად პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პარლამენტების მონაწილეობით ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო სამმხრივი თანამშრომლობა პირველ რიგში, საპარლამენტო ფორმატში და ჩვენი ამოცანაა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და მისთვის ინსტიტუციონალიზებული სახის მიცემა. სწორედ, ამისთვის შემოთავაზებულია ერთობლივი ასამბლეის შექმნა. ამასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება როგორც უკრაინელ ასევე, მოლდოველ კოლეგებთან. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და საერთო ამოცანები. ჩვენი საერთო მიზანი არის ევროინტეგრაცია, საერთო გამოწვევა გახლავთ ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის ფედერაციასთან არსებული პრობლემები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პირველი სესია საქართველოში სამივე ქვეყნის პარლამენტების დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება.

„ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში, ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილია პირველი ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

1. ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული ოცნება“;
2. სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე) - ფრაქცია „ქართული ოცნება“
3. თამარ ხულორდავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“
4. გიორგი მოსიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“
5. ისკო დასენი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
6. კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“
7. დავით მათიკაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“
8. სერგი კაპანაძე - ფრაქცია „ევროპული საქართველო“
9. სალომე სამადაშვილი - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“
10.გიორგი ლომია - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“
„ეს არის დროული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს როგორც საერთო ინტერესები ასევე, საერთო გამოწვევები. ის ამოცანა რომელიც ჩვენ, სამივე ქვეყანას გვაქვს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ძალისხმევის კოორდინაციით კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეიძლება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა