logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დაპირისპირება ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის თითიდან გამოწოვილი გზავნილია
ირაკლი კობახიძე: დაპირისპირება ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის თითიდან გამოწოვილი გზავნილია
17:47 20.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს.

ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მადლობას უხდის, განცხადებისთვის, რომ ეკლესია საარჩევნო პროცესებისგან გამიჯნული უნდა იყოს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები საერთოა - ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს და პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.

„რაც შეეხება დაპირისპირებას ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა“ და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან ეკლესიას და ადამიანის რელიგიურ გრძნობებს - ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნებისთვის“ არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა