logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკულიც
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკულიც
17:45 20.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კითხვები უნდა დაისვას და თუ კონკრეტული პიროვნებების მხრიდან არის სადმე გადაცდომა, მას ხელს არავინ დააფარებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლის პრინციპი არის მედიაპლურალიზმი.

„თუ სადმე არსებობს კითხვები, ეს არის გამოძიების საქმე, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ არანაირი სუბიექტური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვაქვს. უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. თუ სადმე არის გადაცდომა კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, ბუნებრივია, ამას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, თქვენ იცით, ვისი ხელწერაც იყო ეს თავის დროზე - იმ ძალების, რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ ამ საქმის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც პრინციპი არის მედია პლურალიზმი, რომლისთვისაც პრინციპი არის ის, რომ კანონი უნდა იყოს ბოლომდე დაცული, აქედან გამომდინარე, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ არასწორად იმოქმედა, უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ამას უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

თუ ტელევიზიის დახურვას აქვს ობიექტური მიზეზი, ეს არის ერთი საქმე, თუ მას აქვს სხვა მიზეზი, ეს არის მეორე საქმე. ამიტომ ვამბობ მე, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, ჩვენს ინტერესშია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ეს არის მთავარი. თუ მოიხსნება კითხვის ნიშნები, მაშინ, ბუნებრივია, სხვა მიმართულებით წავა პროცესები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მედია საშუალება არსებობდეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკული აზრი. ეს არის ჩვენს ინტერესებში და ბუნებრივია, ამ ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა