„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია უმრავლესობით გაიმარჯვებს.
როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, საუბარი იმის შესახებ, რომ კოალიცია უმრავლესობით ვერ მოვა, არარეალურია.
„საუბარი ამის შესახებ აბსოლუტურად უტოპიურია და ჩვენ უტოპიურ გეგმებს არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვართ, რომ პარლამეტში უმრავლესობით მოვალთ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

















