საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის,დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, მამუკა
ბახტაძის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება.
მინისტრის განცხადებით შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, თანამშრომლობის საკითხები თავდაცვისა და უსაფრთხოების, პოლიტიკის და ეკონომიკური მიმართულებით, ისევე, როგორც საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
დავით ზალკალიანის განცხადებით აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველომსტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ბევრი მხარდამჭერი პოზიცია მოისმინა.
„ვიზიტის ფარგლებში გამოიხატა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პოზიციები ამერიკული მხარის მიერ, განსაკუთრებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის და მისი ხელმძღვანელობის მკაფიო მხარდაჭერა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ეს შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ,“-განაცხადა ზალკალიანმა.

















