logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადება ილია მეორეს განცხადებაში ასახულ პათოსს სრულად შეესაბამება
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადება ილია მეორეს განცხადებაში ასახულ პათოსს სრულად შეესაბამება
17:01 20.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კონკორდატის შესრულებასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაში ასახულ პათოსს სრულად შეესაბამება.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საპატრიარქოს თითოეულ განცხადებას განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება.

„იქ იყო საუბარი კონკრეტულ განცხადებებზე. ამაზე გაამახვილა ყურადღება ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში. კიდევ ერთხელ, ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ იმ განცხადებას და პოზიციას, რომელიც ჩვენ გვესმის საპატრიარქოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ერთ-ერთი, რაც განგვასხვავებს ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც დღეს მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას და ამით განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი ოპონენტებისგან. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და ჩვენი ოპონენტები არიან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან დაკავებულნი წლების განმავლობაში ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებით და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენი ხელწერა არის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ქმედება.

იქაც იყო გამახვილებული ყურადღება კონკრეტულ განცხადებებზე, რომელიც არ ასახავს, რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციას და ეკლესიის დამოკიდებულებას არჩევნებისადმი. ეკლესიის დამოკიდებულება არჩევნებისადმი იყო სათანადოდ ასახული და ძალიან სწორად ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეს არის ჭეშმარიტება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა