იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია
მეორის განცხადებაში ახალი და უცხო არაფერი ყოფილა.
მისი თქმით, ილია მეორე მართალია, რომ ეკლესია აპოლიტიკური უნდა იყოს.
„ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური, არ შეიძლება ეკლესია რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდანტს მხარს უჭერდეს და ის ყოველთვის თავადაც იცავდა ამ წესს. ამიტომ მის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი. ეს ბუნებრივიც არის ისეთ საერო სახელმწიფოში, როგორიც არის საქართველო,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

















