logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით მათიკაშვილი : ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს
დავით მათიკაშვილი : ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს
16:33 19.09.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარიხუანის მოხმარებსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა და შეზღუდვების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კანონმდებლობაში შექმნილია ვაკუუმი და სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებას ემსახურება ეს კანონპროექტი, რომელშიც საუბარია მარიხუანასთან და მის მოხმარებასთან მიმართებაში რეგულაციების მაქსიმალურად გამკაცრებაზე. წესდება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება მისი მოხმარება, ასევე ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ შეიძლება ავტომობილის მართვა, 21 წლამდე არ შეიძლება მისი მოხმარება და ა.შ. ამ წესების განხილვას ვიწყებთ დღეს და ეს ქმნის აუცილებელ პირობას იმისას, რიომ ჩვენი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დაცული ყოველგვარი ზედმეტი პრობლემისგან რაც ამ საკითხთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს.“
რაც შეეხება მცენარე კანაფის კულტივაციის საკითხს, დავით მათიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ნარკოტიკებზე, არამედ საუბარია მცენარის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე, თუმცა, მისი თქმით ეს საკითხი ჯერ შეჩერებულია. „გასაგებია ყველა ის წუხილი, რომელიც ამ მიმართულებით საზოგადოებაში წარმოიქმნა, თუმცა ყველა ამ კითხვას და წუხილს შესაბამისი ახსნა და პასუხი გააჩნია. თუკი ჩვენ ყველანი დავრწმუნდებით და ვნახავთ, რომ საუბარი არ ეხება ნარკოტიკული ნივთიერებების დამუშავებას, მის რეალიზაციას, ექსპორტს და ხდება სამედიცინო მიზნით მისი დამუშავება, კულტივაცია და ექსპორტი, ალბათ ბევრი კითხვის ნიშანი ამ კუთხით მოიხსნება“-აცხადებს დეპუტატი.

მისი განმარტებით მოხდება კანონპროექტის ფართო წრეებში განხილვა.

„ჩვენ ვფიქრობთ ფართოდ გავხსნათ კარი და ფართოდ შევიდეთ დიალოგში ყველა დაინტერესებულ პირთან, განსაკუთრებით საპატრიარქოსთან. გავცეთ პასუხი ყველა იმ დასმულ კითხვას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში არის საზოგადოებაში შექმნილი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაცია და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი საზოგადოების ინტერესებს უპასუხებს“, - განაცხადა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა