logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმავდება
თამარ ხულორდავა: ევროკავშირთან ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმავდება
15:10 19.09.2018
საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომამ მუშაობა დაასრულა, რის შემდეგაც, ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თანათავმჯდომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა შეაჯამეს.

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმა საქართველოს პარლამენტისთვის და ჩვენი კოლეგებისთვის ევროპარლამენტიდან იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ქმედითი და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მიესალმება მუდმივად გაღრმავებად თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ურთიერთობები, რომლებიც კიდევ უფრო ღრმავდება. საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ ასოცირების შეთანხმების განხორციელების და ნაკისრი საერთო პრიორიტეტების შესრულებაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა, არამედ ის მიზნად ისახავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ, ცალსახად აფიქსირებს მის პოზიციას, რომ საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ევროპული პერსპექტივა და ტრადიციულად ეს ჩანაწერიც არის რეზოლუციის საბოლოო განცხადების ტექსტში, რომელიც კომიტეტმა ორდღიანი მუშაობის შედეგად მიიღო.

თამარ ხულორდავას განაცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს არა მხოლოდ აქტიური პოლიტიკური ურთიერთობა, არამედ მზარდი ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეფუძნება.

კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა აისახა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ ევროპარლამენტს მადლობა გადავუხადოთ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღებაში გამოიხატა. განცხადების ტექსტში მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც ჩაიწერა მკაფიო მოწოდება საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ საქართველოს დაეხმარონ განხორციელდეს მართლმსაჯულების აღსრულება იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიან მძიმე დანაშაულებებს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არიან ბრალდებული და მსჯავრდებულნი და რომლებიც შეყვანილი არიან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის ძალიან მყარი მხარდაჭერა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთხმად მივიღეთ რეზოლუციის საბოლოო ტექსტი. ეს ძალიან მყარ საფუძველს ხდის სამომავლო პოლიტიკის შექმნის გზაზე ჩვენი აღმასრულებლებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში. ევროპარლამენტმა მკაფიოდ გამოხატა ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ტერმინს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს კიდევ უფრო მკაფიოდ ადასტურებს ევროკავშირის პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა საჯად კარიმმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.

„საქართველოს ხელისუფლება ძალიან კონსტრუქციულ როლს თამაშობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებისთვის. ხელისუფლება მუშაობს, რათა საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმოდეს, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება და გაღრმავება გარკვეულ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს წარმოშობს ორივე მხარის მიმართ. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ხედვა ევროკავშირის მიმართ შეესაბამებოდეს რეალობას და ეს მხარდაჭერა არ შეიცვალოს, რათა საქართველომ იაროს ევროპულ გზაზე, საქართველოს მოსახელობის სურვილის საფუძველზე“, - განაცხადა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა