logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს შეხვდა
ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს შეხვდა
19:31 18.09.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დანიის საჯარო პროკურატურის დირექტორის უფროს მრჩეველს, ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წამყვან მკვლევარს, რასმუს ვანდალს შეხვდა.



მხარეებმა ისაუბრეს პროკურატურის სისტემის რეფორმაზე და რეფორმის მიზნებზე, ასევე პროკურატურის სისტემის მოწყობის თაობაზე არსებულ საერთაშორისო გამოცდილებაზე.



„საკონსტიტუციო ცვლილებებით პროკურატურა, პირველად საქართველოს ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ გვჭირდება ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე უნდა მიიღოს პარლამენტმა იმისათვის, რომ პროკურატურა მომზადებული დახვდეს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.



ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი მუშაობს სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, მათ შორის, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთან ერთად პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე და პარლამენტის რეგლამენტის იმ ნაწილზე, რომელიც პროკურორის მიერ ანგარიშის წარმოდგენას, განხილვას და პროცედურებს ეხება.



„ბევრი შეხვედრა და ბევრი სამუშაო ფორმატი იყო. ბევრს ვსაუბრობთ იმიტომ, რომ არ არის მარტივი საკითხები. მალევე უნდა მოხდეს ცვლილებების ინიცირება, რის შემდეგაც გაგრძელდება დისკუსია, ეს ეხება: პროკურატურის დამოუკიდებლობას, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საპროკურორო საბჭოს, პროკურორების დამოუკიდებლობისთვის გარანტიებს, პარლამენტთან ანგარიშვალდებულებას და ანგარიშის წარმოდგენის სპეციალურ პროცედურებს“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა