მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, თბილისში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების
დაცვის ოფისი (ODIHR) 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, გერტ-ჰაინრიხ არენსი, ჟურნალისტებს მისიის როლს და მომავალში დაგეგმილ აქტივობებს გააცნობს. მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მოწვეული.

















