logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
17:29 18.09.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, ლამბერტო ზანიერის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და მათი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. უმაღლესი კომისრის შეფასებით, ამ მიმართულებით, საქართველოში ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მაქსიმალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კონტექსტში განათლების სისტემის რეფორმირებას. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა და შესაბამისად, ხელისუფლება სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს, რაც ხარისხობრივად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო სივრცეს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებისთვის.

საუბარი შეეხო, ასევე, ლამბერტო ზანიერის აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას.

„განვიხილეთ არაერთი თემა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პირველი შესაძლებლობაა, როდესაც უმაღლესი კომისარი შედის აფხაზეთში და უშუალოდ გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას, რასაც მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, თავად შეაფასოს იქ არსებული ვითარება.

ჩვენ მას მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზური ენის დაცვის საკითხზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა, ვინაიდან, ოკუპაციის პირობებში, საფრთხე ემუქრება აფხაზურ ენასაც. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენი მხრიდან არის განსაკუთრებული აქცენტი. მას გავაცანით სამშვიდობო ინიციატივა, სადაც საუბარია განათლების ხელმისაწვდომობაზე, ეკონომიკური ინიციატივების გაზიარებაზე, საჯარო სერვისების მიწოდებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ამ სფეროში საინტერესო იქნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა