logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
ეკა ბესელია მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
16:30 18.09.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სასამართლოს სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კვლევის „მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.

„მართლაც მნიშვნელოვანი და საჭირო კვლევაა. კვლევამაც აჩვენა და ჩვენც ამ რეფორმის ფარგლებში ვხედავთ საჭიროებას, რომ კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ საკითხებს, რადგან ეს რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი თემაა და უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმასაც. საჭიროა ახალი დამატებითი ადამიანური რესურსი კვალიფიკაციის და მაღალი სანდოობის გათვალისწინებით. ეს უნდა დავინახოთ რეფორმის ფარგლებში და გავაერთიანოთ ძალისხმევა ამისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, USAID საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლორა ბერგერმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

კვლევის თანახმად, სასამართლოში საქმეების გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოსამართლეთა რაოდენობა 310-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს. კვლევის პრეზენტაცია USAID/PROLoG ექსპერტმა იესპერ ვიტრუპმა წარმოადგინა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის - PROLoG, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის - EU4Justice და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის მიერ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა