საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. კუალა ლუმპურში), ნიკოლოზ
აფხაზავამ ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბუნიანგ ვორაჩიტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საზეიმო ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოლოზ აფხაზავას ლაოსში საქართველოს პირველ ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

















